ბაღაფში მოსკოვს სტუმრობს

სეპარატისტული აფხაზეთის პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში დელეგაციის თანხლებით დღეს მოსკოვში გაემგზავრა, სადაც დაგეგმილია მისი შეხვედრები რუსეთის პრეზიდენტთან დიმიტრი მედვედევთან და პრემიერ-მინისტრთან ვლადიმერ პუტინთან, იტყობინება ”აფსნიპრესი”. 

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ბაღაფში ასევე შეხვდება რუსეთის პატრიარქს კირილს.

მოსკოვში იგეგმება სეპარატისტულ რეგიონსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების გაფორმება.

იმავდროულად, ”აფსნიპრესი” იტყობინება, რომ ვლადიმერ პუტინმა ოფიციალურად მიულოცა სერგეი შამბას სეპარატისტული რეგიონის პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნა და იმედი გამოთქვა, რომ ის ხელს შეუწყობს რუსულ-აფხაზური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)