სააკაშვილი ყოველწლიური ანგარიშით პარლამენტში პარასკევს გამოვა

პრეზიდენტი სააკაშვილი ყოველწლიური ანგარიშით პარლამენტში 26 თებერვალს გამოვა, განაცხადა დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ. 

პრეზიდენტის გამოსვლას, სავარაუდოდ, პარლამენტში დებატები მოყვება. თუმცა ბაქრაძემ განაცხადა, რომ ზუსტ ფორმატს 26 თებერვლამდე ბიურო დაადგენს.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)