იანუკოვიჩის ინაუგურაციაზე საქართველოს დელეგაციას ბაქრაძე უხელმძღვანელებს
უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის ინაუგურაციაზე, რომელიც კიევში 25 თებერვალს გაიმართება, საქართველოს წარმოადგენენ პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე და მისი მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი.
დავით ბაქრაძემ, რომელიც კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის შემდეგ რანგით მეორე პირია ქვეყანაში, განაცხადა ორშაბათს, რომ მისი მონაწილეობა ინაუგურაციის ცერემონიაში ”დადებითი პოლიტიკური მოვლენაა” და კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ გაგრძელდეს მეგობრული და პატნიორული ურთიერთობები უკრაინასა და საქართველოს შორის.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)