ნოღაიდელი ბრიუსელს სტუმრობს

მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი ბრიუსელში იმყოფება, სადაც ის ევროპარლამენტარებს და ევროკავშირის ოფიციალურ პირებს ხვდება, იტყობინება ნოღაიდელის პარტია 23 თებერვალს.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, ნოღაიდელი შეხვდა ევროპარლამენტის და საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის წევრს ევგენი კირილოვს და  საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების, წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილი დარღვევების, მედიის შეზღუდვისა და ოპოზიციის ერთიანობის საკითხები განიხილა. ევროკავშირის პოლიტიკური დაგეგმვის ქვედანაყოფის ხელმძღვანელთან ჰელგა შმიდტთან შეხვედრაზე ნოღაიდელმა ისაუბრა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შესახებ და განიხილა საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება.

22 თებერვალს ნოღაიდელი ასევე შეხვდა ევროკომისიის აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორს გურნარ ვიგანდს, ევროპარლამენტის პოლიტიკური დაგეგმარების ქვედანაყოფის წარმომადგენელს ალფრედო კონტეს და ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნების.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)