ზურაბ ნოღაიდელი მოსკოვში გაემგზავრა

ზურაბ ნოღაიდელი, მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის ლიდერი 9 მარტს მოსკოვში გაემგზავრა.

მისი პარტიის პრესსამსახურის ცნობით, მოსკოვში სამდღიანი სტუმრობის ფარგლებში ნოღაიდელი მოლაპარაკებებს გამართავს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, ქართული პროდუქციის რუსეთის ბაზარზე დაბრუნების შესაძლებლობასა და ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე.

ეს ოქტომბრის შემდეგ პრემიერის უკვე მეექვსე ვიზიტია რუსეთის დედაქალაქში. უკანასკნელი სტუმრობისას მან რუსეთის მმართველ პარტიასთან თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)