ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა

დღეს, ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც ქართულმა მხარემ ჩრდილო-ატლანტიკურ საბჭოს 2010 წლის წლიური ეროვნული პროგრამა წარუდგინა.

სახელმწიფო მინისტრი და ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე სხდომაზე ქართულ მხარეს, ხოლო ნატოს დელეგაციას გენერალური მდივნის მოადგილე კლაუდიო ბიზონიერო ხელმძღვანელობდა.

წლიური ეროვნული პროგრამის პირველადი დოკუმენტი საქართველოს ხელისუფლებამ ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში იანვარში წარადგინა და მიღებული შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით საბოლოო ვარიანტი თებერვალში დაამტკიცა.

”მოკავშირეები მიესალმნენ საქართველოს ძალისხმევას რეფორმების განხორციელების კუთხით და კიდევ ერთხელ გამოხატეს მზადყოფნა განაგრძონ ქვეყნის მხარდაჭერა მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებში,” – ნათქვამია ნატოს პრეს-რელიზში. 

იმავდროულად, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის ფარგლებში რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში თბილისის სტრატეგია წარადგინა.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)