საპარლამენტო შუალედური არჩევნები 30 მაისს ჩატარდება

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად, 30 მაისს ჩუღურეთის, გურჯაანისა და ოზურგეთის ამომრჩევლები თავიანთ მაჟორიტარ დეპუტატებს აირჩევენ პარლამენტში.

შუალედური არჩევნების დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 30 მარტს მიიღო.

აღნიშნულ ოლქებში თავდაპირველად შუალედური არჩევნები გასული წლის 27 სექტემბრისთვის იყო დანიშნული, თუმცა თარიღმა საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებით მიმდინარე წლის მაის-ივნისში გადაიწია.

პარლამენტში ჩუღურეთის, გურჯაანის და ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატების ადგილი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც, შესაბამისად, ყოფილ დეპუტატებს ლაშა ჟვანიას, გიორგი ღვინიაშვილს და ანზორ ერქომაიშვილს სხვადასხვა მიზეზით სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)