საგარეო უწყების ცნობით, სააკაშვილი ბაიდენს შეხვდება
პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც ვაშინგტონში 12-13 აპრილს დაგეგმილ ბირთვული უსაფრთხოების სამიტს დაესწრება, ორმხრივ შეხვედრას გამართავს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ, ჯო ბაიდენთან, განაცხადა დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ.
მისი თქმით, პრეზიდენტი ასევე შეხვდება მაღალი რანგის დემოკრატ და რესპუბლიკელ სენატორებს.
საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, პრეზიდენტი სააკაშვილი სამიტის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს გამართავს შვეიცარიის და ფინეთის პრეზიდენტებთან, ასევე ჩეხეთის და ბელგიის პრემიერ-მინისტრებთან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)