ბაიდენი სააკაშვილს შეხვდა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 14 აპრილს თეთრ სახლში პრეზიდენტ სააკაშვილს შეხვდა და ავღანეთის ოპერაციაში საქართველოს ”მნიშვნელოვანი წვლილის” გამო მადლობა გადაუხადა, იტყობინება აშშ-ის საელჩო თბილისში.

”ვიცე-პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ვიცე-პრეზიდენტი მიესალმა პრეზიდენტ სააკაშვილის მცდელობებს გააძლიეროს საქართველო იმ დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების გზით, რომლებიც სტაბილურობის და კეთილდღეობის უზრუნველყოფისკენაა მიმართული,” – განაცხადა საელჩომ.

”მათ განიხილეს ამერიკის  შეერთებული შტატების და საქართველოს ხალხებს შორის იმ ღრმა და ხანგრძლივი მეგობრობის საკითხი, რომელიც დემოკრატიის, თავისუფლების და ადამიანის უფლებათა პატივისცემის საერთო ღირებულებებს ეფუძნება,” – განაცხადა საელჩომ.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)