გაჩეჩილაძე თბილისის მერად კენჭს არ იყრის

საზოგადოებრივი მოძრაობის დაიცავი საქართველოს დამფუძნებელმა ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა 16 აპრილს, რომ ის თბილისის მერად კენჭს არ იყრის.

გაჩეჩილაძემ ასევე აღნიშნა პრესკონფერენციაზე საუბრისას, რომ იგი არ დაუჭერს მხარს მერობის რომელიმე ოპოზიციურ კანდიდატს.

”მე მთელი ჩემი ენერგია ჩავდე გაერთიანების და ერთობლივი ბრძოლის საქმეში, მაგრამ არ გამოვიდა,” – განაცხადა მან.

გაჩეჩილაძის თქმით, ერთადერთი სცენარი, როცა ის მხარს დაუჭერს რომელიმე კანდიდატს, იქნება, თუ მერობის ოპოზიციური კანდიდატები – ალიანსი საქართველოსთვის ლიდერი ირაკლი ალასანია, კონსერვატორების ლიდერი ზვიად ძიძიგური, ან მრეწველების ლიდერი გოგი თოფაძე – შეთანხმდებიან ერთიან კანდიდატზე; თუმცა, ამგვარი ვარიანტი ნაკლებად სავარაუდოა.  
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)