ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ”ღრმა მწუხარებას” გამოხატავს ზუგდიდთან მომხდარი ავარიის გამო

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის კუთვნილი ავტომობილის დაჯახების შედეგად სამეგრელოში 21 აპრილს ფეხითმოსიარულე, მცირეწლოვანი ბიჭი დაიღუპა.

მისიის კუთვნილ Nissan Pathfinder-ს მისიის თანამშრომელი, უცხო ქვეყნის მოქალაქე მართავდა, – განუცხადა Civil.Ge-ის მისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

გამოძიებას ქართველი სამართალდამცველები აწარმოებენ. მისიის ყველა უცხოელი თანამშრომელი საქართველოში დიპლომატიური იმუნიტეტით სარგებლობს.

”ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, მისი ყველა  თანამშრომლის და პირადად ჩემი სახელით გულწრფელად თანავუგრძნობ ბიჭის ოჯახს,” – განაცხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა ჰანსიორგ ჰაბერმა წერილობით განცხადებაში.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)