ევროპის სასამართლოში გირგვლიანის საქმის განხილვა გაიმართა

სტრასბურგში არსებულმა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ 27 აპრილს გირგვლიანის ოჯახის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარდგენილ სარჩელის საჯარო განხილვა გამართა.

მოსარჩელეები – ირინა ენუქიძე (სანდრო გირგვლიანის დედა, რომელიც 2007 წლის აგვისტოში გარდაიცვალა სარჩელის წარდგენის შემდეგ) და გურამ გირგვლიანი (მამა) – ამტკიცებენ, რომ ამ საქმეში დარღვეულია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-2 მუხლი (სიცოცხლის უფლება); მე-3 მუხლი (წამების აკრძალვა); მე-6 მუხლი (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება); მე-13 მუხლი (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება).

მოსარჩელეებმა 300,000 ევრო მოითხოვეს მორალური ზიანის ასანაზღაურებლად, იტყობინება რადიო ”თავისუფლების” ქართული სამსახური.

ევროპის სასამართლოს განცხადებით, გადაწყვეტილება ”მოგვიანებით” იქნება მიღებული.
 
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)