თბილისის მერობისთვის ცხრა კანდიდატი იყრის კენჭს

თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას რეგისტრაციისთვის ცხრა კანდიდატმა მიმართა; კანდიდატების წარდგენის ბოლო ვადა 30 აპრილს 18:00 საათზე ამოიწურა.

კანდიდატებს შორის არიან თბილისის მოქმედი მერი გიგი უგულავა, რომელიც მმართველი პარტიის კანდიდატი; ალიანსი საქართველოსთვის ლიდერი ირაკლი ალასანია; ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის კანდიდატი გიორგი ჭანტურია; მრეწევლობა გადაარჩენს საქართველოს თანადამფუძნებელი და ლიდერი გოგი თოფაძე; კონსერვატორების ლიდერი ზვიად ძიძიგური, რომელიც ეროვნულმა საბჭომ წარადგინა; ეკონომიკის ყოფილი მინისტრი დავით იაკობიძე, რომელიც დეპუტატ გია თორთლაძის საქართველოს დემოკრატიულმა პარტიამ წარადგინა; ნიკა ივანიშვილი, რომელიც მისმა ახლად დაფუძნებულმა პარტიამ წარადგინა; თამაზ ვაშაძე, რომელსაც 19 წლის წინ ხანმოკლე დროით თბილისის მერის პოსტი ეკავა და გიორგი ლაღიძე, ”მომავალი საქართველო” ლიდერი.   

თბილისის საკრებულოს წევრობისთვის კანდიდატების წარდგენის ბოლო ვადაც 30 აპრილს ამოიწურა. 

თბილისის საკრებულოს არჩევნებში სულ 11 პარტია და 3 საარჩევნო ბლოკი მიიღებს მონაწილეობას. 

მოძრაობამ ერთიანი საქართველოსთვის და ქართულმა დასმა თავდაპირველად ცესკო-ს რეგისტრაციისთვის მიმართეს, თუმცა როგორც დღეს გახდა ცნობილი ისინი არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებენ. თბილისის საკრებულოს არჩევნებში ასევე არ მიიღებს მონაწილეობას კიდევ სამი პარტია, რომელთაც თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატთა სიები არ წარუდგენიათ; ესენია: ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ); “მომავლის  პარტია” და პოლიტიკური მოძრაობა “მამულიშვილი”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)