პრეზიდენტი სააკაშვილი კოსტა-რიკას ეწვევა
საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კოსტა-რიკაში გაემგზავრება ვატიკანში ვიზიტის დასრულების შემდეგ, სადაც 7 მაისს რომის პაპს ბენედიქტ XVI-ს შეხვდა.
პრეზიდენტის პრესსპიკერის მანანა მანჯგალაძის განცხადებით, პრეზიდენტი კოსტა-რიკაში ქვეყნის ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიალს დაესწრება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)