ელექტრონული საკომუნიკაციო ბაზრის შემოსავლები 2009 წელს 3.8%-ით შემცირდა

ელექტრონული საკომუნიკაციო ბაზრის შემოსავლებმა 2009 წელს 3.8%-ით შემცირდა და 1.25 მილიარდი ლარი შეადგინა, ნაცვლად 2008 წლის 1.3 მილიარდი ლარისა, ნათქვამია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ 28 მაისს გამოქვეყნებულ წლიურ ანგარიშში.

სექტორის წილმა 2009 წელს ქვეყნის მშპ-ის 6.9% შეადგინა.

წინა წლების მსგავსად, ელექტრონული საკომუნიკაციო ბაზრის უდიდესი წილი მობილურ მობილური საკომუნიკაციო მომსახურების სეგმენტზე მოდის. თუმცა, 2009 წელს, პირველად, მობილური სატელეფონო ოპერატორების შემოსავლები წინა წელთან შედარებით შემცირდა. ანგარიშის თანახმად, 2009 წელს შემოსავლებმა 811.1 მილიონი ლარი შეადგინა ნაცვლად 2008 წლის 885.5 მილიონი ლარისა (კომისიამ ცვლილება შეიტანა თავის თავდაპირველ მაჩვენებელში, რომლის თანახმადაც 2008 წელს მობილური ოპერატორი კომპანიების შემოსავალი 830.8 მილიონი ლარი იყო). სექტორის მთლიანი შემოსავლის შემცირების მიუხედავად, 2009 წელს კვლავ განაგრძობდა ზრდას SIM ბარათების გაყიდვები.

2009 წელს, ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების, როგორც სადენიანი ასევე უსადენო, ბაზრის სეგმენტზე მოქმედი ოპერატორების შემოსავლები 11%-ით, 297.6 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

ტელე-რადიო მაუწყებლობის ბაზრის და საკაბელო ტელევიზიების შემოსავლები 2009 წელს 89.6 მილიონ ლარამდე შემცირდა, ნაცვლად 2008 წელს არსებული 100.5 მილიონი ლარისა. ყველაზე დიდი წილი ტელევიზიებზე მოდის 73.7 მილიონი ლარით (2008 წელს – 80.87 მილიონი ლარი); მას მოყვება რადიოსადგურები – 6.6 მილიონი ლარით (8.27 მილიონი ლარი 2008 წელს) და საკაბელო ტელევიზიები – 5.7 მილიონი ლარით (11.36 მილიონი ლარი 2008 წელს).

განსხვავებით სექტორის სხვა სუბიექტებისა, ინტერნეტ-პროვაიდერების შემოსავლები 2009 წელს წინა წელთან შედარებით საგრძნობლად გაიზარდადა 94.8 მილიონი ლარი შეადგინა. ზრდამ 34% შეადგინა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)