სააკაშვილი საფრანგეთს სტუმრობს

პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც კვირას ოფიციალური ვიზიტით პარიზში ჩავიდა, თავის ფრანგ კოლეგას ნიკოლა სარკოზის 8 ივნისს შეხვდება.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ რუსეთი არ ასრულებს საფრანგეთის პრეზიდენტის შუამავლობით 2008 წლის აგვისტოში მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს. მისი თქმით, ეს საკითხი ორ პრეზიდენტს შორის შეხვედრაზე იქნება წამოწეული. მისივე თქმით, ასევე იქნება განხილული ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხი.

პარიზში საქართველოს პრეზიდენტი ასევე შეხვდება საფრანგეთის პრემიერ-მინისტრს ფრანსუა ფილონს და საგარეო საქმეთა მინისტრს ბერნარ კუშნერს.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)