პარლამენტი ახალი კონსტიტუციის განხილვას, სავარაუდოდ, შემოდგომაზე დაიწყებს

საკონსტიტუციო რეფორმა, რომელიც "ძალიან მნიშვნელოვანია“ ქვეყნისთვის, “ფინალურ სტადიაში გადადის,“ განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ 19 ივნისს.

"ალბათ ამ შემოდგომაზე უკვე პარლამენტში გვექნება ძალიან აქტიური დისკუსიები მომავალ ქართულ კონსტიტუციაზე,“ – განაცხადა ბაქრაძემ ტელეკომპანია "იმედის“ გადაცემაში "სპეციალური რეპორტაჟი“.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ ახალი კონსტიტუციის საბაზისო  პროექტი 11 მაისს მიიღო.
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)