სააკაშვილი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს სტუმრობდა

პრეზიდენტი სააკაშვილი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს სტუმრობდა, სადაც ის 20 ივნისს დუბაიში სატელეკომუნიკაციო კომპანიის Etisalat–ის ხელმძღვანელს შეხვდა.

ვიზიტის სხვა დეტალები უცნობია. საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსმა ალანა გაგლოევამ განაცხადა, რომ ის ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

დუბაიში სააკაშვილის ვიზიტის შესახებ საჯაროდ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც Etisalat–მა პრეს-რელიზი გამოაქვეყნა საქართველოს პრეზიდენტსა და კომპანიის გენერალურ მენეჯერს აჰმედ ალ ჯარვანს შორის გამართული შეხვედრის შესახებ.

21 ივნისს პრეზიდენტი სააკაშვილი თბილისში ვაზისა და ღვინის 33-ე მსოფლიო კონგრესზე გამოვიდა სიტყვით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)