ნოღაიდელი მოსკოვს ეწვევა
მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის ლიდერი, ყოფილი პრემიერ–მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი 28 ივნისს მოსკოვს ეწვევა და რუსეთის მმართველი პარტიის "ედინაია როსიას“ წარმომადგენლებთან გამართავს მოლაპარაკებებს, იტყობინება ნოღაიდელის პარტიის პრესსამსახური.
2009 წლის ოქტომბრის შემდეგ ეს ნოღაიდელის უკვე მერვე ვიზიტი იქნება მოსკოვში; იგი ორჯერ შეხვდა რუსეთის პრემიერ–მინისტრს ვლადიმერ პუტინს და რუსეთის მმართველ პარტიასთან თანამშრომლობის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.
მოსკოვში ნოღაიდელი ასევე შეხვდება ქართული დიასპორის წარმომადგენლებს, იტყობინება ნოღაიდელის პარტიის პრესსამსახური.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)