პოლონეთის, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს ეწვევიან
მიმდინარე კვირას საქართველოში პოლონეთის და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, რადოსლავ სიკორსკი და ბერნარ კუშნერი, ჩამოვლენ.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც რეგიონში ვიზიტის ფარგლებში ასევე ეწვევა სომხეთს და ყაზახეთს, თბილისში 13 ივლისს პრეზიდენტ სააკაშვილს, პრემიერ–მინისტრ ნიკა გილაურს და ქართველ კოლეგას გრიგოლ ვაშაძეს შეხვდება; ასევე გამართავს შეხვედრას ოპოზიციის წარმომადგენლებთან, იტყობინება პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისს 15 ივლისს ეწვევა და ქვეყნის ხელძღვანელობასთან გამართავს მოლაპარაკებებს. მეორე დღეს კი იგი ყირგიზეთში გაემგზავრება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)