ბორჯომის ხეობაში ხანძრის „რამოდენიმე დიდი კერა ლოკალიზებულია“
ბორჯომის ხეობაში 31 ივლისს გაჩენილი ხანძრის რამოდენიმე დიდი კერა ლოკალიზებულია, თუმცა რჩება ხანძრის მრავალი კერა გაბნეულად რომელთა ჩაქრობაც კვლავაც გრძელდება, განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრომ 2 აგვისტოს.
„ამ ეტაპზე საშიშროება იმისა, რომ ხანძარმა მაშტაბური ხასიათი მიიღოს არ არსებობს,“ – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში სამი ვერტმფრენი, მეხანძრეები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოხალისეები ცდილობენ. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად სულ ცოტა 10 ჰექტარის ფართობი განადგურდა.
ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, ხანძრის სიახლოვეს არსებულ სოფლებს საფრთხე არ ემუქრებათ და შესაბამისად ევაკუაციაც არ გახდა საჭირო.
2008 წლის აგვისტოში ბორჯომი–ხარაგაულის ეროვნული პარკში და მის გარშემო გაჩენილმა ხანძარმა სულ ცოტა 200 ჰექტარის ფართობი გაანადგურა. ხანძარი იქ მას შემდეგ გაჩნდა, რაც რუსეთსა და საქართველოს შორის საბრძოლო მოქმედებების აქტიური ფაზა უკვე დასრულებული იყო. მაშინ საქართველომ განაცხადა, რომ ბორჯომის ტყეში ხანძრი მას შემდეგ გაჩნდა, რაც 2008 წლის 15 აგვისტოს რუსეთის სამხედრო ვერტმფრენებმა ხეობაში აალებადი ჭურვები ჩამოყარეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)