პუტინი: აშშ საქართველოს შეიარაღებას განაგრძობს

აშშ განაგრძობს საქართველოს შეიარაღებას, რაც, ვაშინგტონის მცდელობის ფონზე გააუმჯობესოს ურთიერთობები მოსკოვთან, არ ჯდება გადატვირთვის პოლიტიკაში, განაცხადა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა რუსულ გაზეთ "კომერსანტთან“ ინტერვიუში, რომელიც 30 აგვისტოს გამოქვეყნდა.

“მე ძალიან მინდა მჯეროდეს მისი [გადატვირთვის პოლიტიკის]. მეორეც, მე ის ძალიან მსურს. მესამეც, მე ვხედავ, რომ აშშ–ის ამჟამინდელი ადმინისტრაციის განზრახვა რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების თაობაზე  აბსოლუტურად ნათელია. მაგრამ არის სხვა რამ. მაგალითად, მიმდინარეობს საქართველოს შემდგომი გადაიარაღება. რატომ? ეს ხომ რეალურია. ჩვენ ხომ ვხედავთ. რომ არ ყოფილიყო გადაიარაღება ორი წლის წინ, არ იქნებოდა არც აგრესია, არც სისხლი, რომელიც იქ დაიღვარა. ჩვენ ხომ, სხვათა შორის, ამის შესახებ ჩვენ პარტნიორებს ვეუბნებოდით, მათ შორის ჩვენ ევროპელ მეგობრებს. და ყველა ჩუმდებოდა. და რითი დამთავრდა? მიიყვანეს ომამდე. ახლა აგრძელებენ გადაიარაღებას,“– განაცხადა პუტინმა. 

მისი თქმით, ევროპაში ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების განთავსება გადატვირთვის პოლიტიკისთვის ასევე რჩება პრობლემად.

This post is also available in: Русский (რუსული)