თბილისი აშშ–საქართველოს ბიზნეს–ფორუმს მასპინძლობს
8 სექტემბერს თბილისში ორდღიანი ბიზნეს–ფორუმი გაიხსნა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ახალ სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების დამყარებას ამერიკულ და ქართულ კომპანიებს შორის, განაცხადა აშშ–ის საელჩომ საქართველოში.
აშშ–ის ვაჭრობის დეპარტამენტის, აშშ–ის საელჩოსა და ამერიკის სავაჭრო–სამრეწველო პალატის მიერ ორგანიზებული ფორუმში აშშ-ის ვაჭრობის მდივნის მეორე მოადგილემ ხუან ვერდემ გახსნა.
ხუან ვერდე ხელმძღვანელობს ამერიკულ დელეგაციას, რომლის შემადგენლობაში შედიან აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის, აშშ-ის ექსპორტ-იმპორტის ბანკისა და აშშ-ის უცხოური კერძო საინვესტიციო კორპორაციის (OPIC) წარმომადგენლები.
ვაჭრობის მდივნის მეორე მოადგილე შეხვედრებს გეგმავს საქართველოს პრემიერ მინისტრთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, სოფლის მეურნეობის მინისტრთან და ენერგეტიკის მინისტრთან, რათა განიხილოს ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, ტურიზმისა და საფინანსო სექტორებში თანამშრომლობის პერსპექტივები.
აშშ 2009 წელს, "საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოს მეექვსე მსხვილი სავაჭრო პარტნიორი იყო 263.6 მლნ აშშ დოლარის ბრუნვით, თურქეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის, გერმანიისა და რუსეთის შემდეგ.
This post is also available in: Русский (რუსული)