გაეროს ექსპერტი დევნილთა საკითხებში საქართველოს ეწვევა
გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელი იძულებით გადაადგილებულ პირთა ადამიანის უფლებათა საკითხებზე, ვოლტერ კელინი მომავალ კვირას საქართველოს ეწვევა.
იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ თბილისში დაგეგმილი მოლაპარაკებების შემდეგ, კელინი სეპარატისტულ აფხაზეთში სოხუმსა და გალს ეწვევა.
საკითხები, თუ როგორ არის შესაძლებელი მათი პრობლემების გრძელვადიანი მოგვარება, განხილულ იქნება ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, გაეროს ოფიციალურ პირებთან, სხვა პარტნიორებთან და თვით იძულებით გადაადგილებულ პირებთან გამართული შეხვედრების დროს, იტყობინება გაეროს საინფორმაციო ცენტრი.
ვიზიტი სამხრეთ კავკასიური ტურნეს ნაწილია და ის ასევე მოიცავს სტუმრობას სომხეთში. კელინი საქართველოს 2009 წლის ნოემბერში სტუმრობდა და ვიზიტის ფარგლებში ცხინვალის რეგიონს ეწვია.
This post is also available in: Русский (რუსული)