ევროკავშირი მიესალმება სოხუმის მიერ ქართველი პატიმრის გათავისუფლებას

ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი ქეთრინ ეშტონი მიესალმა სეპარატისტული აფხაზეთის ხელისუფლების მიერ ქართველი პატიმრის გათავისუფლებას.

10 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში მან იმედი გამოთქვა, რომ ეს აქტი "დაეხმარება სოხუმსა და თბილისს შორის ატმოსფეროს გაუმჯობესებას და ნდობის აღდგენას“.

მალხაზ კორძაია აფხაზეთის ციხეში 19–თვიანი პატიმრობის შემდეგ, სოხუმმა სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის პიტერ სემნების საშუამავლო ძალისხმევის შედეგად 9 სექტემბერს გაათავისუფლა.

This post is also available in: Русский (რუსული)