ბაღაფშმა ახალი შინაგან საქმეთა მინისტრი დანიშნა
აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა ლეონიდ ძიაფშბა სეპარატისტული რეგიონის ახალ შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშნა, იტყობინება "აფსნიპრესი“ 22 სექტემბერს.
ახალ დანიშვნამდე ძიაფშბას გადასახადებების მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა.
ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ოთარ ხეცია აგვისტოში სეპარატისტული რეგიონის უშიშროების საბჭოს მდივნად დაინიშნა.
ახალმა შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ "დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება“ მთავარი პრიორიტეტი იქნება.
This post is also available in: Русский (რუსული)