ნატოს გენერალური მდივანი საქართველოს ხუთშაბათს ეწვევა
ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი თბილისში 30 სექტემბერს ჩამოვა, იტყობინება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
რასმუსენი, რომელმაც დაგეგმილი ვიზიტის შესახებ გასულ კვირას განაცხადა, პრეზიდენტ სააკაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდება. იგი ასევე მიიღებს მონაწილეობას 1 ოქტომბერს ნატოს სამოკავშირეო ოფისის გახსნის ცერემონიაში, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ 27 სექტემბერს.
22 სექტემბერს, ნიუ–იორკში გამართულ ნატო–რუსეთის საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ შეთანხმების კონტექსტში სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საკითხიც იქნა განხილული.
This post is also available in: Русский (რუსული)