ვენეციის კომისია საქართველოს ახალ კონსტიტუციაზე საბოლოო მოსაზრებას აქვეყნებს
ვენეციის კომისიამ 18 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ კომისიის 15–16 ოქტომბრის სხდომაზე მიღებული საბოლოო მოსაზრება გამოაქვეყნა.
საბოლოო მოსაზრება, ძირითადად, შეესაბამება კომისიის მეორე წინასწარ რეკომენდაციებს, რომელიც 8 ოქტომბერს გამოქვეყნდა, საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე და საბოლოო მოსმენით მიღებამდე ერთი კვირით ადრე.
თავის საბოლოო მოსაზრებაში კომისია იმეორებს, რომ საქართველოს ახალი საკონსტიტუციო სისტემა, რომელიც 2013 წლის ოქტომბერში არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ შევა ძალაში, "რამოდენიმე მნიშვნელოვან გაუმჯობესებას და სწორი მიმართულებით გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს“ შეიცავს, რასაც კომისია მიესალმება“.
"მიუხედავად ამისა, კომისიას მიაჩნია, რომ სასურველი იქნება პარლამენტის უფლებამოსილებების შემდგომი გაძლიერება. ამ თვალსაზრისით, დებულებები მთავრობის ფორმირებისა და განსაკუთრებით, უნდობლობის გამოცხადების შესახებ, ასევე საკითხები, რომლებიც საბიუჯეტო საკითხებში პარლამენტის უფლებამოსილებებს ეხება, უნდა გადაისინჯოს,“ – განაცხადა ვენეციის კომისიამ.
This post is also available in: Русский (რუსული)