საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა იანვარ–სექტემბერში 17%–ით გაიზარდა

2010 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 4.6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 17%–ით მეტია, განაცხადა "საქსტატმა" 25 ოქტომბერს.

2010 წლის პირველი ცხრა თვის მანძილზე უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2.41 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 5%–ით მეტია.

ექსპორტის მოცულობამ 1 მლრდ აშშ დოლარზე ოდნავ მეტი (34 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტის მოცულობამ 3.5 მლრდ აშშ დოლარი (13 პროცენტით მეტი) შეადგინა.

2010 წლის იანვარ–სექტემბერში უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის იყო თურქეთი – 770 მლნ აშშ დოლარი, შემდეგ მოდიან: აზერბაიჯანი – 486 მლნ აშშ დოლარი, უკრაინა – 445 მლნ აშშ დოლარი, აშშ – 253.5 მლნ აშშ დოლარი, გერმანია – 250.4 მლნ აშშ დოლარი, ჩინეთი – 240.3 მლნ აშშ დოლარი, რუსეთი – 222.6 მლნ აშშ დოლარი, სომხეთი – 146.2 მლნ აშშ დოლარი, ბულგარეთი – 126.9 მლნ აშშ დოლარი და არაბეთის გაერთიანებული საამიროები – 126.1 მლნ აშშ დოლარი.

სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი კვლავ ფეროშენადნობმა დაიკავა, ექსპორტის 16%–იანი წილით და 177 მლნ აშშ დოლარით წლის პირველ ცხრა თვეში;  მას მოსდევს მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი 153 მლნ აშშ დოლარით და შავი ლითონების ჯართის ექსპორტი 80 მლნ აშშ დოლარით.

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლე ჯგუფის სათავეში კვლავ ნავთობი, ნავთობპროდუქტებია და ბუნებრივი აირია საერთო ჯამში 567.8 მლნ აშშ დოლარით; შემდეგ მოდის მსუბუქი ავტომობილები – 231.2 მლნ აშშ დოლარი; მედიკამენტები – 135.5 მლნ აშშ დოლარი და ხორბალი – 103.9 მლნ აშშ დოლარი.

This post is also available in: Русский (რუსული)