ლიტვის შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოს სტუმრობს

ლიტვის შინაგან საქმეთა მინისტრი რაიმუნდას პალაიტისი თბილისს სტუმრობს, სადაც დაგეგმილია მისი შეხვედრა ქართველ კოლეგასთან ვანო მერაბიშვილთან. 

ლიტვის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეები თანამშრომლობის პრიორიტეტებზე იმსჯელებენ.

ვიზიტის ფარგლებში ლიტვის შინაგან საქმეთა მინისტრი პოლიციის რამოდენიმე შენობას და შსს–ს პოლიციის აკადემიას მოინახულებს. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)