ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტს ახალი თავმჯდომარე ჰყავს

ლაშა თორდიას ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარედ არჩევას დღეს პარლამენტში მისმა კოლეგებმა დაუჭირეს მხარი.

თორდია, რომელიც მმართველი პარტიის წევრია, აქამდე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე იყო.

ადამიანის უფლებათა კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც დეპუტატი გია არსენიშვილი ნოემბერში გულის შეტევით გარდაიცვალა.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)