ალასანია ბოკერიას შეხვდა
ირაკლი ალასანია, “ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი 10 დეკემბერს უშიშროების საბჭოს მდივანს გიგა ბოკერიას შეხვდა.
ალასანია “დაიტერესდა ოკუპირებული ტერიტორიების საზღვრისპირა ზოლში განალაგებული ქართული სოფლების უსაფრთხოებით,” ნათქვამია მისი პარტიის მიერ გავრცელებულ მოკლე განცხადებაში.
ალასანია გასულ კვირაში შიდა ქართლის ამ სოფლებში იმყოფებოდა, რის შემდეგაც მან განაცხადა, რომ ხელისუფლების ”უპასუხისმგებლო პოლიტიკის” შედეგად ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს მდებარე სოფლები დაცლის საფრთხის წინაშე დგანან.
6 დეკემბერს ალასანიამ პრეზიდენტ სააკაშვილს წერილობით მიმართა და მოუწოდა სარეზერვო ფონდებიდან სულ ცოტა 15 მილიონი ლარი გამოიყოს, რათა კონფლიქტის ზონაში 80–ზე მეტ სოფელში მცხოვრებ 38 ათასს კომლს ზამთრის პერიოდში დახმარება გაეწიოს. ალასანიას თქმით, სააკაშვილის მიერ მთავრობისთვის ორი თვის წინ გაცემული დავალება, რეგიონის სოფლების ფქვილითა და შეშით უზრუნველყოფის შესახებ, კვლავაც არ შესრულებულა.
ალასანია პარტიის ცნობით, ბოკერიასთან შეხვედრაზე ასევე განიხილეს რეგიონალური და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხები.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)