EIB-მა საქართველოს ენგურჰესისთვის 20 მილიონი ევროს სესხი გამოუყო

ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB) განაცხადა 7 იანვარს, რომ 20 მილიონი ევროს ოდენობის კრედიტს გამოუყოფს საქართველოს ენგურის ჰიდროელექტროსადგურის და ვარდნილჰესი I-ის კასკადის რეაბილიტაციის დასასრულებლად.

კრედიტი ენგურჰესის სულ ხუთი აგრეგატიდან ორის რეაბილიტაციას მოხმარდება (დანარჩენი სამის რეაბილიტაცია დასრულებულია). თანხის ნაწილი კი ენგურჰესის კომპლექსში შემავალი ვარდნილჰესი I–ის წყალგამტარი არხის  რეაბილიტაციაზე დაიხარჯება, რაც, პროექტის თანახმად, ხელს შეუწყობს შავ ზღვაში წყლის უსაფრთხო გადინებას.
 
EIB პროექტის თანადამფინანსებელია. 20 მილიონ ევროს, სესხის სახით, ცალკე გამოყოფს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, ხოლო ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის საინვესტიციო ფონდი 5 მილიონი ევროს ოდენობის გრანტით დააფინანსებს.

This post is also available in: Русский (რუსული)