სააკაშვილი სომხეთს სტუმრობს

საქართველო და სომხეთი "უძველესი მოკავშირეები“ არიან და ორი ქვეყანა "დაიკარგება“ ახლო თანამშრომლობის გარეშე, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ერევანში. 

მან ორდღიანი სამუშაო ვიზიტი სომხეთში 22 იანვარს დაიწყო.

ერევანში საქართველო–სომხეთის სასკოლო ოლიმპიადის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიაზე საუბრისას, სააკაშვილმა თავის სომეხ კოლეგას სერჟ სარგსიანს, რომელიც იქვე იმყოფებოდა, თავისი "მეგობარი და ძმა“ უწოდა.

"თქვენი პრეზიდენტი ჩემში აღტაცებას იწვევს და ძალიან დიდ პატივისცემას იმსახურებას,“ – განაცხადა სააკაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო ათ საპრეზიდენტო სტიპენდიას გამოყოფს იმ სომეხი სტუდენტებისთვის, რომლებიც საქართველოში ისწავლიან.

სომხეთის პრეზიდენტმა განაცხადა 22 იანვარს, რომ მისი ქართველი კოლეგის ვიზიტი იქნება "კიდევ ერთი ნაბიჯი ჩვენი ურთიერთობების გაძლიერებისკენ“. 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)