“ცილისწამების“ გამო დაპატიმრებული აფხაზი ოპოზიციონერი გაათავისუფლეს
აფხაზეთის ოპოზიციური "სახალხო პარტიის“ ლიდერი იაკუბ ლაკობა, რომელიც ცილისწამების ბრალდებით დააპატიმრეს, 22 იანვარს გაათავისუფლეს, იტყობინება "აფსნიპრესი“.
ლაკობა 21 იანვარს საღამოს სოხუმში დააპატიმრეს მას შემდეგ, რაც პროკურატურამ ის რუსეთის კონტროლის პალატის ხელმძღვანელის სერგეი სტეპაშინის წინააღმდეგ ცილისწამებაში დაადანაშაულა.
ლაკობას წინააღდეგ ბრალდებები არ მოხსნილა და გამოძიება საქმეზე კვლავ მიმდინარეობს, იტყობინება აფხაზეთის პროკურატურა. იგი საჭიროების შემთხვევაში გამოცხადების ვალდებულებით გაათავისუფლეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)