თბილისის კომენტარი ეგვიპტის არეულობებთან დაკავშირებით

თბილისი იმედოვნებს, რომ არეულობები ეგვიპტეში სულ მალე დასრულდება და ვითარება "მოქალაქეების და დემოკრატიის“ სასარგებლოდ გადაწყდება, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ 31 იანვარს.

"ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, უახლოეს დღეებში განიმუხტება ვითარება და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ხელისუფლება და მოქალაქეები გამონახავენ მშვიდობიანი გზით და დიალოგის გზით ერთმანეთთან საერთო ენას და საბოლოო ჯამში, მათივე მოქალაქეებისა და დემოკრატიის სასარგებლოდ გადაწყდება ვითარება,“ – განაცხადა კალანდაძემ 31 იანვარს გამართულ ბრიფინგზე.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა საგარეო უწყების რჩევა საქართველოს მოქალაქეების მიმართ თავი შეიკავონ ეგვიპტეში გამგზავრებისგან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)