გილაური აშშ–ში გაემგზავრა
1 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა, იტყობინება მისი პრესსამსახური.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია პრემიერ–მინისტრის შეხვედრები ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დირექტორთან დანიელ იოჰანესთან. საქართველოს, იანვარში მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დახმარების მეორედ მიღების შესაძლებლობა გაუჩნდა.
იმავდროულად, დაგეგმილია გილაურის შეხვედრები ამერიკელ სენატორებთან.
ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს ჯანმრთელობის დაცვის პირველ ქართულ-ამერიკულ კონფერენციაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)