პუტინი კოკოითს შეხვდა
რუსეთის პრემიერ–მინისტრი ვლადიმერ პუტინი სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ლიდერს ედუარდ კოკოითს 16 თებერვალს, მოსკოვში შეხვდა და რეგიონის სოციალურ–ეკონომიკური განვითარების საკითხები განიხილა.
პრემიერ–მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრის დასაწყისში პუტინმა აღნიშნა, რომ რეგიონის კომპლექსური აღდგენის გეგმა, ძირითადად, დასრულებულია და მიესალმა ურთიერთობებში არსებულ იმ "დადებით ტენდენციებს“, რაც გასულ წელს გამოიკვეთა, მათ შორის სასაქონლო ბრუნვის გაორმაგების კუთხით.
“ალბათ ძალიან ბევრი პრობლემებია,“– განუცხადა მან ცხინვალის დელეგაციას, "თქვენ იცით, თუ როგორ ყურადღების ვეკიდებით ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს. მახარებს შესაძლებლობა ვისაუბროთ დღეს იმაზე, თუ როგორ მიდის ერთობლივი მუშაობა და დავსახოთ სამომავლო პერსპექტივები“.
ედუარდ კოკოითმა განაცხადა, რომ "ძალიან ბევრი გაკეთდა“ რეგიონის აღდგენის კომპლექსური გეგმის დასასრულებლად.
კოკოითის თქმით, „გლობალური ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, რუსეთმა სრულად შეასრულა ვალდებულებები“ ცხინვალისთვის ფინანსური დახმარების გაწევის საქმეში. მისი ინფორმაციით, მთლიანობაში 792 ობიექტი იქნა რეაბილიტირებული ამ დახმარების ფარგლებში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)