აშშ–ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე საქართველოს ეწვევა
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯეიმს სტეინბერგი საქართველოს 24 თებერვალს ეწვევა, განაცხადა აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სამშაბათს.
სტეინბერგის ვიზიტი საქართველოში შედგება ტურნეს ფარგლებში, რომელიც ასევე მოიცავს ვიზიტებს სომხეთში, აზერბაიჯანში, ალბანეთსა და ბოსნიაში, რომელიც 23 თებერვლიდან 26 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.
სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანაში ვიზიტისას, სტეინბერგის დელეგაციაში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონიც იქნება.
"ხელისუფლების პირველ პირებთან შეხვედრისას ისინი ორმხრივ საკითხებს და რეგიონალურ უსაფრთხოებას განიხილავენ. ისინი ასევე შეხვდებიან სამოქალაქო საზოგადოების და მედიის წარმომადგენლებს,“ – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)