სააკაშვილი ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში არსებულ არეულობებზე საუბრობს

"თავისუფლების არარსებობა“ ყოველთვის უკავშირდება "აფეთქების“ რისკს, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის რუსულენოვან პირველი საინფორმაციო კავკასიურ არხთან (PIK) ინტერვიუში, როდესაც ჟურნალისტმა მას სთხოვა კომენტარი გაეკეთებინა ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში არსებულ არეულობებზე.

„დემოკრატიისკენ მისწრაფება, ბუნებრივია, ეს ნებისმიერი ერის ინსტინქტია… ყველა ეს რევოლუციები, მათ შორის ახლო აღმოსავლეთში, ატარებს სხვადასხვა ყვავილების სახელს… ასე რომ, რაღაც პრეცენდენტი საქართველომ შექმნა [2003 წლის ვარდების რევოლუციით]. სხვათა შორის, ვარდების რევოლუციის შემდეგ მე ვიყავი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში და გაკვირვებული ვიყავი, თუ რამდენად დეტალურად იყვნენ ადამიანები ვარდების რევოლუციის შესახებ ინფორმირებული. ამან, როგორც ჩანს, მათზე შთაბეჭდილება მოახდინა,“– განაცხადა სააკაშვილმა.

"მთავარი რევოლუცია ის კი არ არის, რომ იდგე ქუჩაში და დროშებს აფრიალებდე, მთავარი რევოლუცია ჩვენთან დაიწყო შემდგომ", როდესაც, მისი თქმით, ახალმა მთავრობამ რეფორმები დაიწყო.

სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ "მოდერნიზაციის გეგმამ“, რომელიც გათვლილია შემდგომ 4 წელიწადზე, კიდევ უნდა გააძლიეროს რეფორმების შედეგები. "შემდეგ მე შემეძლება გითხრათ, რომ რევოლუციამ ნამდვილად გაიმარჯვა,“– დასძინა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)