საქართველომ მიწისძვრით დაზარალებულ იაპონიას 1 მლნ აშშ დოლარი გამოუყო
საქართველოს მთავრობამ იაპონიაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრისა და დამანგრეველი ცუნამის შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისათვის ერთი მილიონი აშშ დოლარის ოდენობით ფინანსური დახმარება გადარიცხა საერთაშორისო წითელი ჯვრის იაპონიის ოფისის მეშვეობით, იტყობინება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ 25 მარტს ეს საკითხი საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან მასაიოში კამოჰარასთან შეხვედრაზე განიხილა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)