ბულგარეთის პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს სტუმრობს

ბულგარეთის პარლამენტის თავმჯდომარე ცეცკა ცაჩევა 27–29 მარტს საქართველოში იმყოფება ოფიციალური ვიზიტით.

28 მარტს იგი შეხვდება თავის ქართველ კოლეგას დავით ბაქრაძეს, ასევე პრემიერ–მინისტრს ნიკა გილაურს, პრეზიდენტ სააკაშვილს და საქართველოს კათალიკოს–პატრიარქს ილია მეორეს.

ვიზიტის ფარგლებში ბულგარეთის ტრანსპორტის მინისტრი, ალექსანდერ ცვეტკოვი, რომელიც ასევე ბულგარეთის დელეგაციის წევრია, საქართველოსთან ორმხრივი საჰაერო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერს ხელს.

გასულ კვირას საქართველოს ხორვატიის პარლამენტის თავმჯდომარე ლუკა ბებიჩი სტუმრობდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)