შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ეწვევა
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი საქართველოს 30–31 მარტს ეწვევა, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ორშაბათს.
"როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ამ სახელმწიფოსთან განსაკუთრებულად თბილი ურთიერთობები გვაქვს, მათი მხრიდან მხარდაჭერა ყოველთვის ძალიან ძლიერი იყო და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სწორედ ამ ჭრილში გაგრძელდება ჩვენი ურთიერთობები,“ – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ.
ვიზიტის ფარგლებში კარლ ბილდტი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერ–მინისტრს, იუსტიციის მინისტრს და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს, განაცხადა საქართველოს საგარეო უწყებამ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)