საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ვიზიტი გამბიასა და სენეგალში
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია გამბიას და სენეგალს სტუმრობს. დასავლეთ აფრიკის ამ ორ სახელმწიფოსთან თბილისმა შარშან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა.
საქართველოს დელეგაცია გამბიას 28–29 მარტს სტუმრობდა, სადაც მოლალაპარაკებები გამართა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთან და ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 30–31 მარტს იმართება საქართველოს დელეგაციის ვიზიტი სენეგალში.
2010 წლის სექტემბერში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში პრეზიდენტი სააკაშვილი ნიუ–იორკში თავის სენეგალელ კოლეგას აბდულაი ვადეს შეხვდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)