გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ ქუთაისში ტერორისტული აქტი აღკვეთა
პოლიციამ დღეს ქუთაისში ტერორისტული აქტის განხორციელების მცდელობა აღკვეთა და დანაშაულში ეჭვმიტანილი სულ ცოტა ორი პირი დააპატიმრა, იტყობინება ქართული მედია 31 მარტს.
დღეს დილით ქუთაისის მერიის შენობის გარშემო ტერიტორია პოლიციას გადაკეტილი ქონდა და როგორც თვითმხილველები აცხადებდნენ პოლიცია, სავარაუდოდ, ადგილის შემოწმებას ახდენდა. ქართულმა საინფორმაციო სააგენტოებმა და ტელევიზიებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ პოლიციამ ადგილზე ასაფეთქებელი ნივთიერებები აღმოაჩინა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ინფორმაცია არ უარყვიათ, თუმცა კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს და აღნიშნეს, რომ განცხადება მოგვიანებით გაკეთდება.
იმავდროულად, დღესვე თბილისში, პოლიციას მრგვალ ბაღთან, ბარნოვის ქუჩა ქონდათ გადაკეტილი; ადგილზე გამნაღველები გამოიძახეს, რომლებიც "საეჭვო პაკეტს“ ამოწმებდნენ, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, ერთ–ერთი მანქანიდან გადმოაგდეს. თუმცა, განგაში ყალბი აღმოჩნდა; პაკეტში ასაფეთქებელი ნივთიერება არ აღმოჩნდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)