ექიმის თქმით, სანოძეს “გადარჩენის შანსი აქვს“

ექიმების თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსს ვასილ სანოძეს, რომელიც 3 მაისს ღამით ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით საავადმყოფოში მოათავსეს, "გადარჩენის შანსი აქვს,“

"მას ჰქონდა თავის ქალას გამჭოლი ცეცხლსასროლი ჭრილობა, ტყვია შესული იყო მარჯვენა შუბლ-საფეთქლის მიდამოში და გამოსული იყო მარცხნივ შუბლის მიდამოში,“ – განაცხადა გრიგოლ ნანავამ, ღუდუშაურის სახელობის კლინიკის ნეიროქირურგმა, სადაც სანოძეს ოპერაცია ჩაუტარდა.

სანოძე გასულ ღამით მკურნალობის გასაგრძელებლად საზღვარგარეთ, გავრცელებული ცნობით, ისრაელში, გაამგზავრეს.

ოფიციალური ვერსიით, სანოძემ მას შემდეგ დაიჭრა, რაც საკუთარ სახლში ტაბელური იარაღი შემთხვევით გაუვარდა.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)