კანადაში საქართველოს ელჩად ლევან მეტრეველი დაინიშნა

კანადაში, რომელსაც აქამდე აშშ–ში საქართველოს საელჩო ფარავდა, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ლევან მეტრეველი დაინიშნა.

პარლამენტმა აღნიშნულ საკადრო გადაწყვეტილებას 5 მაისს უყარა კენჭი.

ლევან მეტრეველი, რომელიც 2004–2008 წლის მოწვევის პარლამენტის წევრი იყო ნაციონალური მოძრაობიდან, ბოლოს რუმინეთში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე მუშაობდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)