ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს სტუმრობს
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი გირტს ვალდის კრისტოვსკისი 5–8 მაისს ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იმყოფება, სადაც ქვეყნის ხელმძღვანელობასთან მართავს შეხვედრებს, იტყობინება ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ვიზიტის ფარგლებში კრისტოვსკისი თავის ქართველ კოლეგას გრიგოლ ვაშაძეს, ასევე პრეზიდენტ სააკაშვილს, პრემიერ–მინისტრ ნიკა გილაურს და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს გიგა ბოკერიას შეხვდება, სადაც ორმხრივი თანამშრომლობის და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებს განიხილავს, განაცხადა ლატვიის საგარეო უწყებამ.
This post is also available in: Русский (რუსული)