ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს სტუმრობს

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარელ შვარცენბერგი 12–14 მაისს ოფიციალური ვიზიტით საქართველოს სტუმრობს.

13 მაისს იგი თავის ქართველ კოლეგას გრიგოლ ვაშაძეს შეხვდა. ვიზიტის ფარგლებში ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეხვდება პრეზიდენტ სააკაშვილს, პრემიერ–მინისტრ ნიკა გილაურს, სახელმწიფო მინისტრს რეინტეგრაციის საკითხებში ეკა ტყეშელაშვილს და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს გიგა ბოკერიას.

ვიზიტის პარალელურად, თბილისში საქართველო–ჩეხეთის ბიზნეს ფორუმი იმართება.

კარელ შვარცენბერგი შიდა ქართლის რეგიონის რამდენიმე სოფელსაც ესტუმრა, სადაც წყლის მიწოდების გაუმჯობესების მიზნით ჩეხეთის მიერ დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)