შვეიცარიის პრეზიდენტი საქართველოს სტუმრობს
შვეიცარიის პრეზიდენტის და საგარეო საქმეთა მინისტრის მიშელინ კალმი–რეის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში კვირას დაიწყო.
ვიზიტის ფარგლებში იგი პრეზიდენტ სააკაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძეს, პრემიერ–მინისტრს ნიკა გილაურს და პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდა.
შვეიცარია 2009 წლის შემდეგ საქართველოს დიპლომატიურ ინტერესებს წარმოადგენს მოსკოვში და რუსეთის დიპლომატიურ ინტერესებს თბილისში, ვინაიდან 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილია,
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)